იტალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

12 ივნისი 2022, 09:49 935 ნახვა

იტალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ვერტმფრენი, რომელიც ტოსკანას რეგიონის ქალაქ ტულადან ტრევიზოში მიფრინავდა, რადარებიდან  ორი დღის წინ გაუჩინარდა. მაშველებმა ვერტმფრენის ნამსხვრევები მთიან მასივში იპოვეს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში