თამარ მეფის გამზირზე ორი ახალი სკვერი აშენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა.
სკვერების რეკონსტრუქცია-მშენებლობა თამარ მეფის გზატკეცილის #20-სა და რელიგიის მუზეუმთან მიმდინარეობს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.