რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავს, რომლითაც მინისტრი სერგეი ლავროვი ბელგრადში უნდა ჩასულიყო, სერბეთის მეზობელმა ქვეყნებმა საჰაერო სივრცე დაუხურეს.
ზახაროვას ამ განცხადებამდე „ვეჩერნიე ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურეს ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ. სერბეთში ლავროვის ვიზიტი დღეს უნდა დაწყებულიყო.