სარკინიგზო ავარია სლოვაკეთში

05 ივნისი 2022, 13:28 799 ნახვა

სლოვაკეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  სამგზავრო მატარებელი ლოკომოტივს შეეჯახა.

სლოვაკეთის პოლიციის განცხადებით, მსუბუქად დაშავდა 59 ადამიანი, 11-მა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და 4 მძიმედ დაშავდა.

ახლომდებარე საავადმყოფოებში 34 ადამიანი გადაიყვანეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი