ბანგლადეშის ქალაქ ჩიტანგონთან მდებარე საწყობში გაჩენილ ხანძარს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი, მათგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
საწყობის ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც აფეთქებამდე ხანძარს აშუქებდნენ.