პუტინის ომმა გაზარდა ფასი საკვებზე - ჯო ბაიდენი

04 ივნისი 2022, 13:34 898 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, პორტები ბლოკირებულია, რის გამოც უკრაინას 20 მილიონი ტონა მარცვლეული ექსპორტზე ვერ გააქვს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ შტატები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარცვლეული მსოფლიო ბაზარზე დროულად გავიდეს.

ამასთან აღნიშნა, რომ  ექსპორტის განხორციელება ფასების დარეგულირებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი