უკრაინის სადაზვერვო სამსახურები „აზოვსტალის“ დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი

04 ივნისი 2022, 14:31 1153 ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ინფორმაციით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურები „აზოვსტალის“ დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან, კიევი მათ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

მარიუპოლში კი კვლავ კრიტიკული მდგომარეობაა, ქალაქის მერი უკვე რამდენიმე კვირაა ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე საუბრობს.

ცნობისთვის, „აზოვსტალის“ ტერიტორიის 2000-მდე უკრაინელი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში გასულ თვეს  აღმოჩნდა. კიევი ტყვეების გაცვლაზე საუბრობს, კრემლი კი მებრძოლების „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოპყრობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი