უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ანტონიო გუტერეში

04 ივნისი 2022, 11:40 1411 ნახვა

გაეროს მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. მათგან უმეტესი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან. უწყების ცნობით, უკრაინაში ამჟამად 15 მილიონ ადამიანზე მეტს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. 

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ომის დასასრულებლად კი მოლაპარაკებები დაიწყოს. გუტერეში აღნიშნავს, რომ კონფლიქტმა უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე გამოიწვია წარმოუდგენელი ნგრევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელი ზომებით ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს იწვევს, ესენია: - სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური, ეს ყველაფერი დარტყმას აყენებს მოწყვლად ქვეყნებსა და მათ ეკონომიკას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი