მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა - სამი სიტყვა რომლისთვისაც 100 დღეა ვიბრძვით

04 ივნისი 2022, 11:55 985 ნახვა

„ასი დღე - ასი სიტყვა“ - უკრაინის პრეზიდენტმა ომის მე-100 დღეს მოქალაქეებს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ასი სიტყვა დაასახელა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

ზელენსკიმ ჩამოთვალა სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რაც უკრაინამ  ნახა და განიცადა. მან ხაზი გაუსვა ქალაქებს, რომლების  წაშლაც რუსეთს ომის 100 დღის განმავლობაში სურდა. უკრაინის ლიდერმა ახსენა ფრაზა „მსოფლიოს მეორე არმია“, რომელიც რუსეთს საფრთხის შემცველად წარმოაჩენდა, თუმცა ახლა მისგან მხოლოდ ომის დანაშაულები დარჩა.

ვიდეომიმართვა მომავლის აღმნიშვნელი სიტყვებით დაასრულა, „მშვიდობა,  გამარჯვება, უკრაინა“ არის ის სამი სიტყვა, რისთვისაც ქვეყანა იბრძვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი