უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის თავზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ. მას პანკრეასის კიბო დაუდგინეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხით ვრცელდება.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ოპერაცია ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში იგეგმება.
ბლოხინის ცენტრის ერთ-ერთი კორპუსი უკვე დაიკეტა სხვა პაციენტებისთვის.
ამჟამად ქვეყნის ლიდერს წინასაოპერაციო გამოკვლევებზე, კონკრეტულად კი მუცლის ღრუს ფუნქციის გასაკეთებლად ელოდებიან.