ომის 97 დღე უკრაინაში

31 მაისი 2022, 19:28 893 ნახვა

უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებში მყოფ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ვიდეოში ჩანს თუ, როგორ აფეთქდა ჭურვი მედიის წარმომადგენლებისგან რამდენიმე მეტრში, დაიჭრა ერთი ჟურნალისტი და ერთი ჯარისკაცი.  არსებობს ვარაუდი, რომ რუსმა სამხედროებმა კარგად იცოდნენ, რომ ჭურვს მედიის წარმომადგენლებს უმიზნებდნენ. ომის 97-ე დღეს, სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია. თუმცა, ამის მიუხედავად, ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს. განაცხადა ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა. ოლქის ის ნაწილი კი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, გამუდმებით იბომბება. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. იერიშის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, ექვსი კი დაშავებულია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა და შვიდი მრავალსართულიანი სახლი. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში ვითარება კვლავ რთულია. მისი თქმით, რუსეთმა დონბასში თავისი ძალის მაქსიმალურ რაოდენობას მოუყარა თავი. რუსული ძალებისთვის მთავარ სამიზნეებს ამჟამად წარმოადგენენ დასახლებები: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდეეკვა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი