ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 მაისი 2022, 14:21 1305 ნახვა

ქობულეთის  საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცეს. პროგრამისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 846-ათასი ლარი გამოიყო.

მანამდე კი მერიის წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საჭიროებებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურული საკითხები დააყენა.  

დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების კომისიის ახალ თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით თეა მოწყობილი აირჩიეს.

პარტია ''საქართველოსთვის'' წევრებმა  დღევანდელ საკრებულოზეც დააყენეს საკითხი, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პრობლემა დღის წესრიგში დადგეს.

პარტიის წევრი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკითხისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა შესაბამისი სამსახურების მიერ დაწყებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი