აზოვსტალის აღების შემდეგ, ოკუპანტების მთავარი სამიზნე ისევ, ლუგანსკის ქალაქი სევეროდენოცკია

31 მაისი 2022, 10:08 415 ნახვა

აზოვსტალის აღების შემდეგ, ოკუპანტების მთავარი სამიზნე ისევ, ლუგანსკის ქალაქი სევეროდენოცკია - ქალაქის  ნაწილი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა - იქ, ახლა ქუჩის ბრძოლები  მიმდინარეობს. 

ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, რეგიონი უწყვეტი დაბომბვების ქვეშაა, აგრესორი  საჰაერო ძალებს, ტანკებსა და არტილერიას იყენებს.   რუსეთის ფედერაციის არმია სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით შტურმს ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსული ძალები ლიმანზე შეტევისთვის ემზადებიან. 

უკრაინის ძალების წარმატებული შეტევის დროს, ხერსონის ოლქში, სოფელ მიკოლაევკაში რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს. ამ ინფორმაციასაც  უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.გასულ ღამეს   რუსულმა ძალებმა, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 

გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, ექვსი კი დაშავებულია.  ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ხარკივის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით კი, დაზიანებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი და შენობა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აგრესიას 243 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 444  სამი ადამიანი დაშავდა  ხარკოვის  დაბომბვის გამო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი