ევროკავშირმა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე, შესაძლოა ემბარგოს დაწესება გადადოს - ამის შესახებ Politico იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატები განიხილავენ გზას, რომელიც შეამსუბუქებს იდეას, რუსული ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე.
ამის ნაცვლად კი, დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება - ეს საშუალებას მისცემს უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს, განაგრძონ რუსული ნავთობის ყიდვა მილსადენებით.
სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატებს შორის ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა.