მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო

29 მაისი 2022, 01:44 980 ნახვა
00:00
00:00

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 1:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიგო ტურნირი. შეხვედრა მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით დაიწყო.

მადრიდელებს ერთადერთი შანსი პირველი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ ანგარიში „რეალმა“ გახსნა. ფედე ვალვერდეს საგოლე გადაცემით ვინისიუსმა გოლი 59-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრა "რეალის" გამარჯვებით დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი