დღეს ზუსტად სამი თვეა, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს

24 მაისი 2022, 10:01 383 ნახვა

დღეს ზუსტად სამი თვეა, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს.  ასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და მათ შორის ბავშვები, წამებით გარდაცვლილი და საჰაერო იერიშებს შეწირული სიცოცხლეები-ასეთია ომის შედეგები რუსეთ უკრაინის კონფლიქტიდან სამი თვის თავზე.

დღევანდელი მონაცემებით დავიწყებ ომის ქრონიკას. ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე. 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  რუსული ჯარები რეგიონულ ცენტრს ქაოტურად და თითქმის განუწყვეტლივ ბომბავენ. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზეც.

მიკოლაივის ოლქში რამდენიმე სამოქალაქო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრები იყო, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იუწყება.   უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით კი  - რუსები ზაპოროჟიეზე შეტევის განახლებისთვისაც ემზადებიან.  

უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი