მოლდოვის ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

24 მაისი 2022, 13:02 427 ნახვა

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც  სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, 72 საათით დააკავეს.  დაკავებამდე ექს-პრეზიდენტის  სახლში ჩხრეკა ჩატარდა.  

პროკურატურა  დოდონის წინააღმდეგ კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის მუხლებით აღძრულ საქმეებს იძიებს. 18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.

თავად დოდონი ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. მან განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებს და მოლდოვის დატოვებას არ აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში