ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ალიანსში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენა. თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთს მოუწოდა გადახედოს მის ურთიერთობას ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ასევე ხაზი გაუსვა იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების აუცილებლობას თურქეთისთვის.
ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას კი ერდოღანმა აღნიშნა, რომ „ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის არარსებობა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს მოკავშირისთვის, არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას.
„როიტერის“ ცნობით, ამის შემდეგ შედგა ერდოღანის სატელეფონო საუბარი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და განაცხადა, რომ იქამდე, ვიდრე ფინეთი და შვედეთი არ აჩვენებენ მკვეთრ სოლიდარობას თურქეთის მიმართ, ის მზად არ არის მხარი დაუჭიროს მათ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით.
სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა ფინეთის პრეზიდენტმა. საული ნიინისტო წერს, რომ ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით.