უკრაინაში ომის 86-ე დღეა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ზოგიერთ რაიონში შეტევითი ოპერაციები გააძლიერეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გასულ დღე-ღამეში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 40 ოკუპანტი და საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეში არ უშვებენ ევაკუირებულ მოქალაქეებს. რუსეთის ძალებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქი, არიან დაშავებულები. გაეროს განვითარების პროგრამა კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი თავდასხმებს განაგრძობს, უკრაინის მოსახლეობის 90% შესაძლოა სიღარიბეში აღმოჩნდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამბობს, რომ მტერი აიძულეს უარი ეთქვა მთავარ მიზანზე, რადგან წარმატებული კონტრშეტევები ჩაატარა უკრაინამ.