ომი უკრაინაში - დღე 83

17 მაისი 2022, 18:17 909 ნახვა

რამდენიმე კვირიანი უწყვეტი იერიშის შემდეგ პირველად, მარიუპოლში აფეთქებების ხმა აღარ ისმის - სიჩუმის რეჟიმს ინარჩუნებენ. უკრაინული მხარის განცხადებით, რომ ქალაქის მცველების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება და კიევი შემდგომ ეტაპზეც მუშაობს.მარიუპოლის აუღებელი ციხე-სიმაგრიდან, ფოლადის ქარხნიდან 264 სამხედრო გამოიყვანეს. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი  ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 კი ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში - ეს არის ქალაქები, რომელიც დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. შემდგომი ეტაპი სამხედროების გაცვლის პროცედურაა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი