დუმაში „აზოვის“ პოლკის მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლის აკრძალვა სურთ

17 მაისი 2022, 15:26 696 ნახვა

დუმაში მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვა სურთ - ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის დუმის სპიკერმა დეპუტატებისგან შესაბამისი დადგენილების მომზადება მოითხოვა.

"„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - თქვა ვოლოდინმა.

აზოვსტალის"  ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია განხორციელდა. 52 მძიმედ დაშავებული მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იკავებენ.,  211- კი ოლენივკიში.

გენშტაბის ინფორმაციით, ოლენივკიში მოხდება ტყვეების გაცვლა, საიდანაც შემდეგ უკრაინელ სამხედროებს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი