უკრაინის დაბომბვისას უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
მედია წერს, რომ ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოპოკროვკასთან, საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტთან, საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
ჭურვი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა.
ჟვანია IV-VII მოწვევის უმაღლესი რადას დეპუტატი იყო.