ზელენსკის სპეციალური მიმართვა

08 მაისი 2022, 14:53 915 ნახვა

დღეს უკრაინაში ხსოვნისა და შერიგების დღე აღინიშნება. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სპეციალური მიმართვა ჩაწერა. შავ-თეთრი ვიდეო კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში დანგრეული და დამწვარი სახლების ფონზეა გადაღებული და ასე იწყება:

"შეიძლება თუ არა გაზაფხული შავ-თეთრი გახდეს? სამწუხაროდ, კი“. მისი თქმით, სიტყვა "აღარასდროს", რომელიც ხშირად ისმის მეორე მსოფლიო ომთან მიმართებით, ახლა უკრაინელებისთვის სხვანაირად ჟღერს – "ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით".

„ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში. ყველანი ქედს იხრიან მათ წინაშე, ვინც ნაციზმისგან იცავდა მშობლიურ მიწას და სამყაროს“ - აცხადებს ზელენსკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში