კრასნოიარსკის ოლქში ერთდროულად 200 სხვადასხვა შენობა იწვის

08 მაისი 2022, 11:29 1635 ნახვა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის 16 დასახლებულ პუნქტში ერთდროულად 200 სხვადასხვა სახის შენობა იწვის. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ცეცხლში გახვეულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვა დაწესებულებები.

ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებაც. ამ დროისთვის დადასტურებულია ხუთი ადამიანის გარდაცვალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი