5 მაისის ღამეს, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათგან 6 საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ინფორმაციას უკრაინული მედია კრამატორსკის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალექსანდრე გონჩარენკოს განცხადებით, მნიშნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე 3 ხუთსართულიანი შენობა, სკოლა, საბავშვო ბაღი.
მისივე განცხადებით, ზუსტდება მონაცემები ნგრევისა და დაღუპულთა შესახებ.