საბრძოლო მოქმდებების 70-ე დღე უკრაინაში

04 მაისი 2022, 19:43 1182 ნახვა

ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა "აზოვსტალი", როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ამბობს, თუმცა 2 დღეა რუსებს ქარხნის მიმართულებით განსაკუთრებული შეტევა აქვთ. ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა. მარიუპოლის მერის თქმით, რუსული ჯარები ქარხანას ტანკებით, არტილერიით, სამხედრო გემებითა და ავიაციით უტევენ. ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა და "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია ბლოკადაშია მოქცეული. „ასოშიეთედ პრესის“ გამოძიების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი