ბელარუსში არმიის საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებენ

04 მაისი 2022, 10:01 748 ნახვა

პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ ბალარუსმა  მოულოდნელად დაიწყო ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალების   ბრძოლისუნარიანობის  შემოწმება. ამის შესახებ  უკრაინული მედია წერს.  ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთმა სარაკეტო დივიზიონმა  მუდმივი დილსოკაციის ადგილი დატოვა  და დანიშნულების რაიონისკენ  გადაადგილება დაიწყო. 

ბელარუსული სააგენტო ბელტას ინფორმაციით,  შემოწმების  მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნისა და შესაძლებლობების  შეფასებაა კრიზისული სიტუაციების შესაძლო წარმოქმნაზე სწრაფი რეაგირებისთვის.  ბელარუსული სააგენტოს თანახმად, შემოწმებაში ჩართული სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ბელარუსული მხარე ირწმუნება, რომ ეს შემოწმება არ შეუქმნის   საფრთხეს არც  ევროპულ  საზოგადოებას და არც მეზობელ ქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში