„სიენენი“ - პენტაგონმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა

01 ნოემბერი 2025, 10:19 125 ნახვა

პენტაგონმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახლა დონალდ ტრამპის მისაღებია. „სიენენის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის ომის დეპარტამენტმა რაკეტების გადაცემაზე ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც შეაფასა, რომ ეს ქმედება ამერიკულ მარაგებზე უარყოფითად არ აისახება.

სიენენი“ ასევე წერს საკითხზე,  თუ როგორ შეძლებს უკრაინა ამ რაკეტების გაშვებას, რამდენადაც მათი გაშვება ძირითადად ხომალდებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან ხდება, სტატიაში კი აღნიშნულია, რომ „უკრაინის საზღვაო ძალები დასუსტებულია, რისთვისაც საჭირო გახდება მათი ხმელეთიდან გაშვება და ამ გამშვები სისტემების უკრაინისთვის გადაცემაც“.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ურჩევნია უკრაინას არ ჰქონდეს აღნიშნული რაკეტები, რადგან არ სურს ისეთი რაღაცების გადაცემა, რაც შეერთებული შტატების დასაცავად სჭირდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე