რუსეთი ბოიკოტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას

04 მაისი 2022, 10:03 654 ნახვა

რუსეთი ბოიკოტს უცხადებს  გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელ  შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის  პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთობლივად იმართება.  დასავლელი დიპლომატების თქმით, ეს მოსკოვსა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი ნიშანია. 

რუსული დიპლომატიური წყაროს ცნობით, მოსკოვის გადაწყვეტილება უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. რუსეთს ბოიკოტი არ გამოუცხადებია უშიშროების საბჭოს სხდომისთვის 24 თებერვალს შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

უშიშროების საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს შორის ყოველწლიური არაფორმალური შეხვედრა პანდემიის გამო 2019 წლიდან არ ჩატარებულა.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილება გაეროსა  და ევროკავშირის ჩართულობის საკითხები იმ ქვეყნებში, სადაც ორივე ორგანიზაცია მოქმედებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში