საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებს - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
ევროკომისია საბჭოსთვის სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას მიმდინარე კვირაში გეგმავს. ახალმა შეზღუდვებმა სავარაუდოდ უნდა მოიცვას რუსული ნავთობის ემბარგო.
ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ ამ დროისთვის საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრისგან თანხმობა არ არის.
ევროკავშირის საბჭოს სხდომა 10 და 16 მაისს არის ჩანიშნული.