რუსებმა სამხედროებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი - მედია 

02 მაისი 2022, 10:33 893 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მამაკაცი, კიდევ ერთი პირი დაშავდა.

სააგენტო ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვის შედეგად, ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი დაზიანდა, სადაც ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. 

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, კი ომის დაწყებიდან უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში