გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

01 მაისი 2022, 15:55 664 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დარწმუნებულია, რომ  კრემლის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება ევროპას ახალ ომს მოუტანს. ამის შესახებ ბერბოკმა გერმანულ გამოცემა “”ბილდთან”” ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინმა დასავლეთის მშვიდობიანი წესრიგი გაანადგურა.

აცხადებს რომ მნიშვნელოვანია,  რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისთვის დახმარება. „ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენთვის ცხადია, რომ სანქციები შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყვანს თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან. 

რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით მშვიდობა უსაფრთხოებას არც  უკრაინას და არც ჩვენ ევროპაში არ მოგვიტანს. უარეს შემთხვევაში, ეს იქნება  ჩვენს საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს მომავალ ომში მოსაწვევი“-  განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი