ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაჭრის შესახებ ფეისბუქში სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი ალექსანდრე შულმანი იუწყება. ტელეგრამ-არხის ინსაიდერ უკრაინას ინფორმაციით, 30 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმის მახლობლად რუსი ოკუპანტების სამეთაურო პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი.
იერიშის დროს გერასიმოვი სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა. იგი დაჭრილია, ხოლო მისი პირადი მცველი გენერალ-მაიორი ალექსეი სიმონოვი ლიკვიდირებლი.
გერასიმოვთან ერთად სამეთაურო პუნქტში 40-მდე სამხედრო პირი იმყოფებოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია 20.
28 აპრილს უკრაინული მედია წერდა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა ქალაქზე შეტევისთვის პირადად ეხელმძღვანელა.