რუსი ოკუპანტები კვლავ განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიების საჰაერო გზით დაბომბვას

28 აპრილი 2022, 10:02 803 ნახვა

რუსი ოკუპანტები კვლავ განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიების საჰაერო გზით დაბომბვას. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ხერსონში. ასევე უკრაინის ოპერატიული სარდლობის პრესპიკერის განცხადებით, შავ ზღვაში რუსული გემები მზადყოფნაში რჩებიან უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად. მძიმე ვითარებაა მარიუპოლში.

"აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  მტერი ზრდის შეტევითი ოპერაციის ტემპს. თითქმის ყველა მიმართულებით რუსი ოკუპანტები ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან. ყველაზე დიდი აქტივობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, მოწინავე ჯგუფის გაძლიერების მიზნით, მოწინააღმდეგემ ქალაქ იზიუმისკენ დამატებითი საჰაერო სადესანტო ნაწილები და 500-მდე ერთეული ტექნიკა განალაგა.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 8 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ერთი თვითმფრინავი, ერთი ფრთოსანი რაკეტა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 დრონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი