თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება

27 აპრილი 2022, 14:08 1147 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. 

„პრეზიდენტი ერდოღანი რამდენჯერმე შეხვდა პუტინს და ზელენსკის. ამ შეხვედრებზე თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ორი ლიდერი შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეხვდეს ერთმანეთს“, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის მინისტრი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი