 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, რომ რეალურია მე-3 მსოფლიო ომის საფრთხე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს დამარცხებას უკრაინაში.
რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით,"- წერს დმიტრო კულება "ტვიტერზე".
მისი განმარტებით, მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა დაცული იყოს ევროპული და გლობალური უსაფრთხოება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            