ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს

25 აპრილი 2022, 14:13 862 ნახვა

ევროსაბჭო რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს, თუმცა არ გეგმავს მიმართოს ყველაზე ძლიერი იარაღს - ნავთობის ემბარგოს გამოცხადებას. განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აკეთებს. მისი თქმით,  რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

ეს საკითხი ისევ განიხილება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 30-31 მაისსაა დაგეგმილი. უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, რომ მეექვსე პაკეტში შევიდეს ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც ამჟამად ყველა წევრი სახელმწიფო მუშაობს, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი