უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, 20 აპრილს, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა.
ირინა ვერეშუკის თქმით, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც იგეგმება. ალყაში მოქცეული ქალაქიდან მოხდება ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გაყვანა.
„გუშინდელი ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან ოთხმა საევაკუაციო ავტობუსმა შეძლო გამოსვლა. მათ ღამე გაათენეს ბერდიანკაში და ახლა ვასილიევკისკენ მიემართებიან. მალე ველოდებით მათ ზაპოროჟიეში“, – აღნიშნა ვერეშუკმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, უსაფრთხოების მხრივ რთული სიტუაციაა, რის გამოც შესაძლოა ცვლილებები მოხდეს.
ქალაქში დაახლოებით 100 ათასი ადამიანია დარჩენილი.