რუსეთის ულტიმატუმი – აზოვის პოლკი არ ნებდება

20 აპრილი 2022, 15:00 1226 ნახვა

რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლი მთლიანად აიღო. აგრესორები  მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას ვერ აკონტროლებენ, სადაც მარიუპოლის მცველები არიან გამაგრებულები. ქარხანაში ასევე იმყოფება 1000-მდე ადამიანი - მოხუცები და ბავშვები. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლის მცველ ჯარისკაცებს ულტიმატუმი მესამედ წაუყენა.  ულტიმატუმის დროის ათვლა ამ წუთიდან დაიწყო. 

მარიუპოლის ფოლადის ქარხანას რუსეთი  მთელი დღის განმავლობაში ბომბავდა. აზოვსტალი მთლიანად განადგურდა. უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის შესახებ. უკვე 55-ე დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს. ამ პერიოდში კი რუსმა ჯარისკაცებმა   205 ბავშვი მოკლეს.  სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან,  რომ ახლა უკრაინაში გადამწყვეტი  ბრძოლებია.  

რუსეთის მთავარი შეტევის სამიზნე მარიუპოლთან ერთად- დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინული არმიის პოზიციების გარღვევაა. 

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  სერგეი გაიდაიმ მშვიდობიან მოსახლეობას,  რეგიონიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა.

რუსეთის ჯარებმა მასობრივი შეტევა დაიწყეს ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი