ბათუმელი ბაიკერები ქველმოქმედებისთვის გაერთიანდნენ-სამი კლუბის ”იბერიანსის”, “ბლექ სი რაიდერსის” და “ფრი რაიდერსის” წარმომადგენლებმა ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს, ბაიკერებმა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ველოსიპედები, სათამაშოები და ტკბილეული მიუტანეს. საჩუქრების გადაცემის შემდეგ პატარებს საახალწლო ფოიერვერკი მოუწყვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბაიკერები სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებას არ გამორიცხავენ.