თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება, იმის მიუხედავად, რომ თავად ბაიდენი გასამგზავრებლად მზადაა.
"ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით. ჩვენ გვჭირდება ის ამერიკაში ბევრი საქმის გასაკეთებლად," – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. სწორედ ამერიკაში განიხილავენ მსოფლიოს ლიდერები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში რუსეთის მიერ დაწყებულ ახალ შეტევას.
შეერთებული შტატები საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, პოლონეთის და რუმინეთის ლიდერებს შეხვედრაზე იწვევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ სამშაბათს გაიმართება, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაესწრებიან.