რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს ისევ ანადგურებს

16 აპრილი 2022, 15:09 850 ნახვა
00:00
00:00

52 ღამეა ასი ათასობით უკრაინელს სირენებისა და რაკეტების საშინელი ხმა ესმით. არავინ იცის, სად ჩამოვარდება ისინი და ვის მოკლავს.

ოკუპანტების მთავარი სამიზნე ახლა კიევია. იქ დილიდან ისმოდა აფეთქებების ხმა. 

რუსეთი ომის დაწყებიდან ცდილობს დედაქალაქის აღებას, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს. 

კიევის მერი მოსახლეობას მიმართავს ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის  შემდეგ უკვე 200  ბავშვია დაღუპული. დაშავებულია უფრო მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში