უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით მოსკოვმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედია, ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ განადგურდა სამხედრო ქარხანა.
პუტინის შეიარაღებული ძალების მტკიცებით, მათ კიევის მანქანათმშენებელი ქარხანა გაანადგურეს, რომელიც რაკატებს უშვებდა. სავრაუდოდ, საუბარია რაკეტა "ნეპტუნზე", რომლითაც უკრაინელებმა გუშინ რუსული კრეისერი "მასკვა" ჩაძირეს.
საჰაერო დარტყმა დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა. დაზიანდა სახელოსნო და ადმინისტრაციული შენობა.
AFP NEWS-ის ინფორმაციით, აფეთქების გამო ქარხნის მახლობლად გაჩერებულ 50-მდე მანქანაზე მინები ჩაიმსხვრა.