რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

15 აპრილი 2022, 14:34 1059 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ქმედებებს კიევზე თავდასხმების გაზრდით უპასუხებს, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“, ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ღამით სხვადასხვა რაიონში 13 სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში და რუსეთის S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ჩერნიგოვის მახლობლად, უკრაინული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.

რუსეთის სამხედრო ძალების ცნობით, ეს იყო ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ თავდასხმა განახორციელა რუსეთის ბრიანკის ოლქის სოფელ კლიმოვოზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში