სომხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდის

15 აპრილი 2022, 12:40 1053 ნახვა

სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე გადავიდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა RBC-თან გააკეთა. კონკრეტულად როდის მოხდა ეს, მას არ დაუკონკრეტებია.

"რამდენადაც მე ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა იყო რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით" - თქვა მინისტრმა

ხელშეკრულების თანახმად, სომხეთი გაზს ათას კუბურ მეტრზე 165 დოლარად იღებს. "გაზპრომი" სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია.

ასევე ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა განაცხადა, რომ გაზის რუბლში ყიდვა სომხეთისთვის დადებითი მოვლენაა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება ბუნებრივი აირის საფასურის რუსული ვალუტით სავალდებულო გადახდების შესახებ მხოლოდ „არამეგობრულ ქვეყნებს“ ეხებოდათ, რომლებსაც სომხეთი არ მიეკუთვნება.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში