რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა - პენტაგონი 

15 აპრილი 2022, 11:20 847 ნახვა

პენტაგონის სპიკერის ჯო კირბის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა. მისივე თქმით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებიც შეიძლება გახდეს.

პენტაგონის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ კიევთან ახლოს რუსი სამხედროები აღარ იმყოფებიან და ქალაქი შედარებით დაცულია, თავდასხმების რისკს არ ამცირებს. 

''მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის დედაქალაქიდან, ჩერნიგოვიდან და უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, შეერთებულ შტატებს არ სჯეროდა, რომ კიევი გადაურჩა საფრთხეს, განსაკუთრებით ჰაერიდან.

ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუნდაც რუსული ჯარების გაყვანისა და გადანაწილების ადრეულ ეტაპებზე“, - იხსენებს აშშ-ს თავდაცვის ჩინოვნიკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი