კრეისერი "მოსკვა" სერიოზულად დაზიანდა

14 აპრილი 2022, 19:52 1411 ნახვა

რუსულ გემ “მოსკვაზე” საბრძოლო მასალის მარაგი აფეთქდა. ეს კრეისერი, კუნძულ ზმეინს უტევდა. რუსეთის თავდაცვის  სამინისტროს ინფორმაციაში,  ნათქვამია, რომ გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. მანამდე კი ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი სერიოზულად დააზიანეს რაკეტებით „ნეპტუნი“.ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის შტაბში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი