მედვედევი: „ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან“ 

14 აპრილი 2022, 14:25 1450 ნახვა

ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება, - ამბობს  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

,,რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატო-ს, – თქვა მედვედევმა.  მას ასევე მიაჩნია, რომ  უნდა დასრულდეს საუბარი ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ბალტიის რეგიონზე და "ბალანსი  აღდგეს".  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში