უკრაინის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმის შემთხვევაში კიევიც შეუტევს მოსკოვს - არესტოვიჩი

14 აპრილი 2022, 13:47 9803 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუქარას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმის შემთხვევაში კიევიც შეუტევს მოსკოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ოლექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინას მოსკოვზე დარტყმისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. 

მოსკოვი კი კიევზე შეტევით იმუქრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუ გაგრძელდება უკრაინული ძალების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა, რუსეთი დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც.

გენერალი უარყოფს კიევზე მანამდე მიტანილ იერიშებს და ამბობს, რომ რუსული არმია შეტევებისგან თავს იკავებდა.

მედიაში ვრცელდება ცნობები რუსეთის სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის ბელგოროდის უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ, რაც ზოგ შემთხვევაში რუსული ან უკრაინული მხარის მიერ არ დასტურდება.

„უკრაინელი სამხედროების მხრიდან ვხედავთ დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. თუ მსგავსი შემთხვევები გაგრძელდება, რუსული  შეიარაღებული ძალები შეუტევენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევს, რისგანაც რუსული არმია ამ დრომდე თავს იკავებდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

 

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი