უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა რთული და სარისკო მანევრის შედეგად ალყა გაარღვიეს და ''აზოვის“ მებრძოლებს შეუერთდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ალექსეი არესტოვიჩი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის ქვეითების დანაყოფი რუსებს ჩაბარდა.
„36-ე ბრიგადამ ნაწილ-ნაწილ აიცილა მარცხი და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი. ქალაქის თავდაცვის სისტემა გაიზარდა და გაძლიერდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალი კონაშენკო ამბობდა, რომ მარიუპოლში უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ იარაღი ნებაყოფლობით დაყარა და ტყვედ ჩაბარდა.